შპს „სენსესი 2021“ გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით , რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ.
შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების წესებს.
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონით ,, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულ და შპს „სენსესი 2021“-ს მიერ გაცემულ პირობებს.
თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის მატრასის ) საგარანტიო მომსახურება განისაზღვრება – 1-დან 10 წლამდე ვადით .
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს :
თუ საგარანტიო ვადაში ნივთს (მატრასი) აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი – მყიდველმა პრობლემა უნდა დააფიქსიროს შპს ,,სენსესი 2021‘’ ცხელ ხაზზე (ტელ: 0322040800 ). შეკვეთა გაფორმდება ბინაზე მომსახურეობით , რაც გულისხმობს – მომხმარებელის მისამართზე სერვისის სპეციალისტის ვიზიტს , სპეციალისტი გადაიღებს დაზიანების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას და ბრენდის რეკომენდაციის გათვალისწინებით დიაგნოზის პასუხს მომხმარებელი შეიტყობს შეკვეთის დაფიქსირებიდან – 5 /7 სამუშაო დღის ვადაში .
საგარანტიო პირობა მოიცავს გაყიდვის შემდგომ, საგარანტიო პერიოდში ქარხნული წუნის შემთხვევაში მატრასის უსასყიდლო შეკეთებას, რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მისამართზე ნივთის დატოვების შემდეგ – თუ მომხმარებელი აღმოაჩნეს, რომ შეძენილი მატრასის ზომები ან ვიზუალური მხარე შეუსაბამოა მისი ინტერიერისთვის – გამყიდველი ორგანიზაცია ასეთ დროს სრულად იხსნის ნივთის შეცვლის ან უკან დაბრუნების პასუხისმგებლობას .
საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.
ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:
ფორსმაჟორული მდგომარეობისას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე კომპანია სენსესი უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში.
წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქცის გაყიდვის მომენტიდან.